top of page

რატომ სცვივა ბუმბული თუთიყუშს

  • Feb 21, 2018
  • 1 min read



ეს არის ყოველწლიური ბუნებრივი პროცესი, რომელიც უწყვეტად გრძელდება (თუმცა წელიწადში ორჯერ მას უფრო ინტენსიური სახე აქვს) და რომლის დროსაც ორგანიზმი თავისუფლდება ძველი ბუმბულისაგან და ახლით ანაცვლებს მას. ეს პროცესი რამდენიმე საფეხურს გადის: ჯერ თუთიყუშებს ბურდღები კუდიდან და ფრთებიდან სცვივათ, შემდეგ ბუმბული -ზურგიდან და მკერდიდან, ბოლოს თავიდან. გამოცვლილი ბუმბულის ადგილას ახალი იზრდება; თავიდან ის თეთრ გარსშია მოთავსებული. ბუმბულის გამოცვლის პერიოდში, თუთიყუშებს სჭირდებათ ცილა, ასევე მათ არ უნდა მოვაკლოთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით, რათა ავიცილოთ თავიდან შესაძლო გართულებები (ასევე ამ დროს მოხარშული ბრინჯიც მიზანშეწონილია და კარგი იქნება თუ აჭმევთ). თუთიყუშები ბუმბულს პირველად 3-4 თვის ასაკში იცვლიან და თუ აქამდე მათ ნაკლებად მკვეთრი ფერები ჰქონდათ, ახალი ბუმბულის ამოსვლის შემდეგ ფერები უფრო მკვეთრი გაუხდებათ. ტალღისებრი თუთიყუშის შემთხვევაში, ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ, მას თავზე უქრება ტალღები.

 
 
 

תגובות


bottom of page