რაც შეეხება კვებას ეს არც თუ ისეთი რთული საქმეა პატრონისთვის თუ იცის რა,როგორ და რა დროს მისცეს საჭმელი ჩიტუნას. არის უამრავი საკვები,რომლებიც გამდიდრებულია ვიტამინებით და შეიცავს ძალიან ბევრი სახის საკენკს. შეიძინეთ ისეთი კოლოფები ან ცელოფნის პაკეტები,რომლებშიც ჰერმეტულობა არ არის დარღვეული (არსებობს საშიშროება რო შიგნით ბინადრობდეს სოკოვანი ან რაიმე სხვა დაავადების მაპროვოცირებელი ორგანიზმები,აგრეთვე რაიმე სახეობის წვრილი მწერები რაც იგივე საშიშროებას წარმოადგენს ჩიტისთვის). აჭამეთ ზომიერად და არ აშიმშილოთ ჩიტი. ერთი დღის რაციონი შეადგენს თითქმის ერთი ჩაის კოვზ საკენკს(ცოტა მეტი),ეს იმ შემთხვევაში თუ მას აძლევთ აგრეთვე ხილს და ბოსტნეულს. ხილის რაციონიდან ძალიან უყვართ: ვაშლი (მსხალი არ მისცეთ–შეიცავს მავნე ნივთიერებებს ჩიტისტთვის) ხოლო ბოსტნეულიდან: ძალიან უყვართ სტაფილო,ცოტაოდენი ჭარხალი,მწვანე სალათის ფოთლები (სასურველია ოხრახუში არ მისცეთ) და ეს ყველაფერი ძალიან კარგად გარეცხილი,რათა გამოირიცხოს დაავადებების შეყრა ჩიტზე.
თუთიყუშებისთვის არაა რეკომენდირებული შემდეგი ხილისა და ბოსტნეულის მიცემა: მანგო, პაპაია, ავოკადო კარტოფილი (შეიცავს რთულად მოსანელებელ კრახმალს) მწვანილი – ეს საკითხი სადავოა, ვეტერინართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მწვანილი მავნეა თუთიყუშებისათვის, რადგან ისინი ეთეროვან ნივთიერებებს შეიცავენ, რომელთა დიდი რაოდენობა საზიანოა თუთიყუშების ჯანმრთელობისათვის.
ამ სახის თუთიყუშებს არ უყვართ ორპირი ქარი რადგან ცივდებიან ძალიან მალე. აუცილებელია, თუთიყუშის გალია ისეთ ადგილას დავდგათ, სადაც მზის სხივები ადვილად ხვდება, რადგან მზის სხივების ზემოქმედებისას გამომუშავდება D ვიტამინი,ეს აუცილებელია.
コメント