top of page
Search
Writer's picture

როგორ მოვიჩვიოთ თუთიყუში



● რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმეთ მას;

● მოყვანისას შესაფერისი ადგილი შეურჩიეთ, რომ თავიდან იმ ადგილს კარგად შეეგუოს;

● ზედმეტად ხელის შეხებით არ შეაწუხოთ;

● მოყვანიდან 1 კვირის შემდეგ შეიძლება უკვე ხელიდან დავაწყებინოთ ჭამა;

● იყავით თბილები მათ მიმართ! ისინი ამას გრძნობენ.


მოყვანისას ისინი საკმაოდ შეშინებულები არიან, შეიძლება საჭმელიც არ შეჭამონ. ეს იმიტომ ხდება რომ ახალ გარემოში მოხვდნენ და ათვალიერებენ ყველაფერს, ცდილობენ რომ შეეჩვიონ ახალ სახლს. გალიასთან ახლოს არ მიხვიდეთ! თავიდანვე ნდობა რომ მოიპოვოთ, ესაუბრეთ თბილად და ხშირად ახსენეთ მისი სახელი. არაფრით არ შეიძლება ხელით მისი დაჭერა! გალიიდან არ გამოუშვათ სანამ არ შეეგუება ახალ გარემოს და ხელიდან ჭამას არ მიეჩვევა.


1 კვირის შემდეგ შეგიძლიათ ხელიდან აჭამოთ. მიუახლოვდით, ხელზე საკენკი დაიყარეთ და გალიაში ნელა შეყავით ხელი, ისე რომ თუთიყუშს არ შეეშინდეს. ესაუბრეთ რომ ყურადღება გადმოიტანოს და გაიმეორეთ ეს პროცედურა მანამ, სანამ არ შეჭამს თქვენი ხელიდან. ამის შემდეგ შეგვიძლია უკვე ხელზე დაჯდომას მივაჩვიოთ.


ვასწავლოთ თუთიყუშს თითზე დაჯდომა


● თქვენმა თუთიყუშმა უნდა იცოდეს თავისი სახელი. არ აქვს მნიშვნელობა ლაპარაკობს თუ არა, უბრალოდ უნდა იცოდეს რომ თქვენ მას მიმართავთ.

● გალიაში ჩამოკიდეთ რაიმე პატარა სათამაშო, რომელსაც შეიყვარებს და ეთამაშება (რამოდენიმე კვირა დასჭირდება რომ შეიყვაროს. სათამაშო არ უნდა იყოს ფუმფულა, მაგალითად მე ჩემს თუთიყუშს გულის ყელსაბამი დავუკიდე და მის გარეშე ვერ ძლებს) თუ თქვენს თუთიყუშს უკვე აქვს სათამაშო, მაშინ უკეთესია, უბრალოდ უფრო მალე შეიჩვევთ.


გალიიდან გამოიღეთ სათამაშო და დადექით მოშორებით, ისე რომ თუთიყუშმა დაგინახოთ თქვენც და თავისი სათამაშოც (არ დაგავიწყდეთ რომ გალიის კარები უნდა იყოს ღია, რომ თუთო გამოვიდეს) დაუძახეთ მას და თითიც გაუწიეთ ( ამითი ანიშნებთ,რომ ის ხელზე დაგაჯდეთ) თუ მას თავისი სათამაშო ძალიან უყვარს, ის აუცილებლად მოვა. შეიძლება იგივე გაიმეოროთ მის საყვარელ საჭმელზე, მაგალითად ვაშლი რომ დაანახოთ (გააჩნია რა უყვარს თქვენს თუთოს). გაითვალისწინეთ! როდესაც სათამაშოს (ან საჭმელს) დაანახებთ, აუცილებლად დაუძახეთ, რომ მოვიდეს (მაგ: "ჩაპი მოდი!"). უნდა იგრძნოს რომ ეძახით (არ დაგავიწყდეთ თითის გაშვერა , რომ დაგაჯდეთ) ასე ხშირად გაიმეორეთ, რომ მიგეჩვიოთ... ხოლო რომ მიეჩვევა შემდეგ არც სათამაშო დაანახოთ და არც საჭმელი. გაუღეთ გალიის კარი,გადით მოშორებით და დაუძახეთ მას (შეიძლება გალიიდან არ გამოვიდეს, ამიტომ თქვენ გამოიყვანეთ გალიიდან და სადმე დასვით, შემდეგ დაუძახეთ ) ის აუცილებლად უნდა მოვიდეს თქვენთან .


ჩემ თუთიყუშს ლექსები უყვარს, როდესაც ის გამოშვებული მყავს და თავის საყვარელ ლექსს ვეუბნები, ეგრევე ჩემთან მოდის და ხელზე მაჯდება.. ხელზე დაჯდომა მეც თავისი საყვარელი სათამაშოს წყალობით ვასწავლე.

როდესაც ჩემი თუთიყუში დაღლილია ან არ არის ხასიათზე შეიძლება არ დაგაჯდეთ თითზე, ამიტომ ნუ ინერვიულებთ. თუ მოინდომებთ და თუ ყველაფერს გაითვალისწინებთ რაც დავწერე, აუცილებლად გამოგივათ მოთვინიერება. წარმატებები!

21,910 views3 comments

3 Comments


fire leon
fire leon
Apr 04

კორელაზეც ესე უნდა ვქნათ?


Like

BEQA TV
BEQA TV
Apr 12, 2020

Aranairad ar mechveva


Like

Sofio Kostava
Sofio Kostava
Aug 12, 2019

მაქსიმუმ რამდენი დღე უნდა გავიმეორო ეს პროცესი?

Like
bottom of page