რატომ ვამჯობინებთ თუთიყუშის ყიდვას
- Feb 13, 2018
- 1 min read
ბევრი მეკითხება,თუ რატომ ვყიდულობ ხოლმე თუთიყუშებს და არა ვთქვათ თევზებს. მიზეზი მენდეთ ძალიან ბევრია. ჯერ დავიწყოთ იქიდან,რომ თუთიყუშები ყველანაირი ხასიათის ადამიანს ეგუებიან, პატრონებს ემსგავსებიან და მათ საუკეთესო მეგობრად გადაიქცევიან ხოლმე. თუთიყუშების სიმშვენიერე იმაში მდგომარეობს,რომ ისინი უზომოდ სხვადასხვანაირები არიან და ნებისმიერი გემოვნების ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი ტიპის თუთო იყიდოს. გასათვალისწინებელია რომ თუთოები არიან არამარტო ლამაზები თავიანთი ხასხასა ფერებით, არამედ არიან უზომოდ საინტერესოებიც. მათთან ურთიერთობის პროცესი არის ძალიან საინტერესო, მომხიბლავი, ძალიან ემოციურიც. ის თქვენს ხელში იზრდება და დროთა განმავლობაში თქვენ ხასიათში ზუსტად ჯდება. ძალიან ცოცხალი, მშვენიერი არსება იწვრთნება და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდეული რამდენად აქტიური,მოლაპარაკე,ხალისიანი იქნება..

Comments